ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-16 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა ვარძიის სამონასტრო კომპლექსში. მოხსენებები წარადგინეს სტუდენტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან. ნაშრომები მუდმივი სამეცნიერო კომისიის წევრებმა - ქართველმა და უცხოელმა პროფესორებმა შეაფასეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია – საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან დაახლოების პროცესში ქართველი სტუდენტების ხელშეწყობა; ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მისი პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით.
კონფერენციის დაარსების პირველივე წლიდან სამუშაო ენა ინგლისურია.