აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს. მას აღნიშნულ პოსტზე სავარაუდოდ, რამდენიმე საათში ოფიციალურად წარადგენენ.
გიორგი მურვანიძე პროფესიით სამართალმცოდნეა, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი.
2004-2005 წლებში მუშაობდა ბათუმის რაიონული პროკურატურის გამომძიებლად, 2005-2006 წლებში აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად. 2007 წლიდან სამსახურეობრივი კარიერა გააგრძელა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის პოზიციაზე.
2007-2014 წლებში იყო აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი. ხოლო 2014 წლიდან დღემდე - ცენტრალური ოფისის, ბიუროს უფროსის მოადგილე.
არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.