უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.