რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი. სრულდება №21 და 6 სკოლის სამუშაოები. ორივე სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს №23 და №31 საბავშვო ბაღებშიც.
ქალაქში დაწყებულია ორი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.
მინისტრმა, ასევე დაათვალიერა საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები.