ქუთაისის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელდება, ამ ეტაპზე, ფუნდამენტის მოწყობა და ინერტული მასალების შეტანა მიმდინარეობს.
პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს თვითმფრინავების სადგომი ბაქნის მშენებლობის სამუშაოები, რომლის სრული კვადრატულობა 55,000 კვმ-ია.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება პირველი აეროპორტი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.