,,მომავლის პროფესიები და სამუშაო ადგილები'' - ასე ჰქვია “მსოფლიო ბანკის სიღარიბისა და თანასწორობის გუნდის” საჯარო ლექციას, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება.
მთავარი მომხსენებელი მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტი, საიდა ისმაილახუნოვაა, რომელიც სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს მომავალი პროფესიების, სამუშაო ადგილებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ უზიარებს ინფორმაციებს.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები გლობალური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის - მსოფლიო ბანკის ჯგუფის საქმიანობას გააცნობენ. საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა.