ვახტანგ გომელაურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გამართა

15 მაისი 2025, 11:53 152 ნახვა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ მესხმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართეს.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში დანაშაულის სტატისტიკას და გახსნის მაჩვენებელს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

ვახტანგ გომელაურმა დეპარტამენტის წარმომადგენლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა და გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი