სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული მტკიცე პარტნიორული ურთიერთობა და ისაუბრეს ამ მიმართულებით სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.