ხვალ, 17 მაისს სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს

16 მაისი 2025, 10:21 182 ნახვა

ხვალ, 17 მაისს, სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის თბილი ქარი.

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის განცხადებით, კვირას ღამის საათებში, სანაპიროზე ცხელი ამინდის პირობები შექმნის, ისევ ქარიშხლის ალბათობას.

რაც შეეხება დასავლეთის დაბლობს, აქაც შაბათს ცხელი და უნალექო იქნება, ტემპერატურა +32 გრადუსამდე, კვირას შედარებით აგრილდება.

აღმოსავლეთ საქართველოში უქმე დღეებში მზიანი ამინდი იქნება, ტემპერატურა ნორმის ფარგლებში +25 გრადუსი დაფიქსირდება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი