თბილისში კონცერტების სერია სახელწოდებით “ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები” გაიხსნა, რომელიც გარდა დედაქალაქისა სხვადასხვა რეგიონშიც გაიმართება.
ქართული, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისა და საქართველოში მცხოვრები მუსიკოსების გაერთიანების მიზნით კონცერტები, რვა თვის განმავლობაში, ექვს ქალაქში გაიმართება. პირველ კონცერტს კი ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ უმასპინძლა.
საკონცერტო სერიების ფარგლებში შესრულდება როგორც ქართველ კლასიკოს კომპოზიტორთა შედევრები, ასევე თანამედროვე ავტორების ნაწარმოებებიც.