ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო საფრანგეთში, გასტრონომიის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი

16 მაისი 2025, 12:26 91 ნახვა

ბაზრების დივერსიფიცირებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მინით, ქართული ღვინო საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის პრესტიჟულ ფესტივალზე Les Festives Gourmandes ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის, Le Pont Caucasien-ის ორგანიზებით წარდგა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფესტივალს, რომელიც ქალაქ შალონ-სიურ-სონში (Chalon-sur-Saône) გაიმართა, ყოველწლიურად 10 000-მდე სტუმარი, სომელიეები, ღვინის კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. ფესტივალმა წელს საიუბილეო, მე-20 წლისთავი აღნიშნა.

საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა, კომპანიის, Le Pont Caucasien-ის ხელმძღვანელმა, ილია კახოიძემ ფესტივალის სტუმრებს ხუთი ქართველი მწარმოებლის ღვინოები გააცნო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი