,,ეს იყო სპეციალურად ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია“ - ასე შეაფასა დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა 2011 წლის 26 მაისს განვითარებული ცნობილი მოვლენები.
აქციის დარბევის ეპიზოდზე თქვა, რომ ვინც იმ დროს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებდა და ვინც მაშინ რუსთაველზე იდგა, მათთვის გასასვლელები ჩაიკეტა, რის გამოც ხალხმა გაქცევა ვერ შეძლო.
ამ კონტექსტში ცნობილმა მოჭადრაკემ 26 მაისისა და 9 აპრილის მოვლენებს შორისაც გაავლო პარალელი და თქვა, რომ დარბევის მიუხედავად, 9 აპრილის მონაწილეებს გასაქცევად სივრცე და შესაძლებლობა მაინც ჰქონდათ.