საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-თან შეხვედრა გამართა

19 მაისი 2025, 20:21 132 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-თან შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა მის უწმინდესობას კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა და განაცხადა, მისი პონტიფიკატის დასაწყისი მთელი მსოფლიოსთვის მომავლის იმედის, სულიერი განახლებისა და ერთიანობის სიმბოლოა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი საფუძველია.

პრეზიდენტმა რომის პაპს ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

თავის მხრივ, რომის პაპმა, ლეო XIV-მ საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე და საქართველოსთან არსებული პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.

მიხეილ ყაველაშვილმა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი