მამია ვარშანიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით №7, №7ა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის სქემა იცვლება

20 მაისი 2025, 11:21 119 ნახვა

მამია ვარშანიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იცვლება №7, №7ა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის სქემა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ბათუმის ავტოტრანსპორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამისად, N7 და N7ა მუნიციპალური ავტობუსები დროებით იმოძრავებენ შეცვლილი მარშრუტით:

N7: მამია ვარშანიძის ქ. → ვახტან შამილაძის ქ. → სულხან-საბა ორბელიანის ქ. → გენერალ ასლან აბაშიძის ქ. → მამია ვარშანიძის ქ.

N7ა: მამია ვარშანიძის ქ. → გენერალ ასლან აბაშიძის ქ. → სულხან-საბა ორბელიანის ქ. → ვახტანგ შამილაძის ქ. → მამია ვარშანიძის ქ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი