საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა ინფრასტრუქტურის მინისტრმა. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები, შეაჯამეს ერთობლივი პროექტების შედეგები.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ქვეყნის მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობაში.
თანამშრომლობა უკვე 30 წელია გრძელდება და მოიცავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს პორტფელის თითქმის ყველა მიმართულებას.