სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით №11 დაწესებულების მსჯავრდებულებს სკოლის დასრულება მიულოცეს.
დაწესებულებაში საჯარო სკოლა 9 მსჯავრდებულმა დაამთავრა. ბოლო ზარის ღონისძიებაზე მოეწყო მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენაც.
დაწესებულების ყველა მსჯავრდებულს, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს, საჩუქრები გადაეცა.