პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება

22 მაისი 2025, 10:05 86 ნახვა

საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა რამდენიმე წუთში განახლდება. ამჯერად კომისიაზე ალექსანდრე მეგუთნიშვილი და რუსუდან შარაძე არიან დაბარებულები. სხდომაზე განსახილველი საკითხებია საკუთრებისა და სხვა, ადამიანის ძირითადი უფლებების შელახვის, ასევე, ქართველი მოღვაწის, გურამ შარაძის სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტები.

დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალდებულ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი