თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად დაპირისპირებაა

22 მაისი 2025, 16:09 92 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლოს სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, აქციის ერთი მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ასევე დაპირისპირებაა სასამართლოს შენობაში მყოფ პირებსა და მანდატურებს შორის. ისინი დარბაზში შესვლას ითხოვენ. 

სასამართლო დარბაზში შესვლა შეზღუდულია მედიის წარმომადგენლებისთვისაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა. ჯაფარიძეს გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში