საგამოძიებო კომისიის სხდომა

23 მაისი 2025, 12:08 83 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს, კომისიის წევრები ამ წუთებში ვიქტორ ჯაფარიძეს უსმენენ. დღეს ტელეკომპანია "იმედში" სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს განიხილავენ. 

ვიქტორ  ჯაფარიძე მაშინ საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, მესტიის მაჟორიტარი იყო, ის იხსენებს 2007  წლის 7 ნოემბერს მომხდარ დეტალებს, ასევე ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე პარლამენტის რამდენიმე წევრთან ერთად, რამდენიმე დღით ქვეყნის დატოვება მოუწია.

დღესვე კომისია სოფიო ნიკოლაიშვილს, ნოდარ არველაძეს, და ლევან გაჩეჩილაძეს მოუსმენს.

"ქართული ოცნების" განცხადებით, დღევანდელი სხდომა  ყველას  დაანახებს, თუ რა პირობებში უწევდათ მედიასა და მოსახლეობას ცხოვრება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში