სტუდენტთა VIII საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება მიეცათ. გაიმართა პრეზენტაციებიც, სადაც სხვადასხვა აქტუალურ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
კონფერენციაში სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, ასევე დოქტორანტები მონაწილეობდნენ.