„აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტი ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომიდან გააძევეს

23 მაისი 2025, 14:50 406 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა სააგენტო ”აჭარა თაიმსის” დამფუძნებელ სულხან მესხიძეს დღეს ძალისმიერი მეთოდებით დაატოვებინეს. დაცვის სამსახურმა ის დარბაზიდან საკრებულოს თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ გააძევა.

მანამდე ჟურნალისტი დარბაზში შეშვებას რამდენიმე წუთის მანძილზე ითხოვდა, რადგან ტერიტორია ჯერ კიდევ  სხდომის დაწყებამდე დაატოვებინეს. სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტი დარბაზში მყოფ საჯარო მოხელეს კითხვებს უსვამდა რა დროსაც მას პროვოკატორი უწოდეს და დარბაზიდან ძალისმიერი მეთოდით გაიყვანეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ საჯარო მოხელეების მხრიდან მისი მისამართით ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

სულხან მესხიძემ შეთავაზების მიუხედავად აჭარის ტელევიზიასთან კომენტარი არ გააკეთა.

საკრებულოს თავმჯდომარეს ვკითხეთ რატომ არ მიეცა ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა, თენგიზ ირემაძემ პირიქით მედიის წარმომადგენელი სხდომის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში