ეთნოსპორტის საერთაშორისო ფესტივალი

24 მაისი 2025, 11:56 90 ნახვა

თურქეთში ეთნოსპორტის მეშვიდე  საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალზე, სადაც 20 ქვეყნის 1000-ზე მეტი მონაწილეა, საქართველო ცხრა ცხენოსნით იყო წარმოდგენილი. მათ წარმოადგინეს ისეთი ტრადიციული ხალხური თამაშობები, როგორიცაა ცხენბურთი და ისინდი. ფესტივალის ფარგლებში სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტ ნეჩმედინ ბილალ ერდოღანს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ეთნოსპორტის განვითარებას. ასევე იმსჯელეს შესაძლო საერთო პროექტებზე, რაზეც ორივე მხარემ მზაობა გამოთქვა. ფესტივალის მიზანია ტრადიციული სპორტისა და თამაშების დაცვა, განვითარება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში