„ლელას“ პრემიერა

24 მაისი 2025, 11:57 86 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის ოპერა “ ლელა” წარმოადგინეს.  ეს კომპოზიტორის ერთადერთი სამ მოქმედებიანი ოპერაა, რომელიც მან ქალიშვილს მიუძღვნა. საოპერო წარმოდგენა “ ლელას” რეჟისორია გოჩა კაპანაძე, დირიჟორები კი დავით მუქერია და მამუკა ალაფიშვილი.
საოპერო წარმოდგენაში მონაწილეობენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტები, სიმფონიური ორკესტრი, საოპერო გუნდი, აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ხორუმი“ და მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო სცენაზე მოღვაწე მოწვეული სოლისტები.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში