დიპლომატების მილოცვა საქართველოს

24 მაისი 2025, 12:27 83 ნახვა

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ნიუ იორკში, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გაიმართა მიღება. მიღებაზე ქართული სიმღერები შეასრულეს  სოფო ხალვაშმა და თეატრალურმა კვარტეტმა.

საზეიმო ღონისძიება გაიმართა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაშიც.შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საელჩოს მიერ, ბერნში ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ანსამბლ «რუსთავის»  კონცერტი. მიღების ფარგლებში გათამაშდა ავიაკომპანიების პირდაპირი ფრენის ავიაბილეთები  ჟენევიდან და ციურიხიდან თბილისის მიმართულებით.

საქართველოს საელჩომ სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით უმასპინძლა.საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ესპანეთში, ქ. სევილიის უძველეს ნაწილში არსებული ყველაზე დიდი და ისტორიული ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით მსოფლიოს 50 ზე მეტ ქალაქში აღინიშნება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში