26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება

24 მაისი 2025, 12:44 122 ნახვა

აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის ორგანიზებით, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 მაისი სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

დაგეგმილია კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობები.


პროგრამა ასეთია:


12:00 - მოეწყობა საგამოფენო სივრცეები, ბათუმში არსებული ქართველი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ღვინის დეგუსტაცია, დროშების ხეივანი, ინსტალაციები, საბავშვო ზონა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის ფრაგმენტების კუთხე.


17:10 - საქართველოს ჰიმნი ცოცხალი შესრულებით - რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა


18:00 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. საქართველოს ყველა რეგიონში, 26 მაისისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები, საზეიმო კონცერტით დასრულდება, რომელშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში