სახალხო ზეიმი "ზურაბობა" -აღინიშნა სოფელ გორგაძეებში. ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმში დილიდან შეიკრიბნენ მეგობრები და პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემლები. წაიკითხეს ლექსები, იყო პოეტის ხელნაწერი ლექსების გამოფენაც. სპეციალურად ამ დღისთვის დაიდგა - ცეკვა განდაგანა, რომელიც ზურაბ გორგილაძის ლექსების აჭარულ მოტივებს ეფუძნება. ასევე, სტუმრებმა მოისმინეს ოქროს ფონდში დაცული პოეტის მიერ წაკითხული რამოდენიმე ლექსი. ზურაბ გორგილაძე 88 წლის წინ 5 მაისს დაიბადა. ყოველ წელს მაისში პოეტისადმი მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიება იმართება. შეგახსენებთ პოეტი ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოშია დაკრძალული.