ბაქოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

25 მაისი 2025, 12:02 107 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა ბაქოში და ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა. კონცერტს კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად დაესწრო აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელი და საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, ასევე სხვა ოფიციალური წარმომადგენლები.
თინათინ რუხაძემ სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ხალხს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელიც 28 მაისს აღინიშნება. მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ და მჭიდრო კულტურულ კავშირებს.
სიტყვით გამოვიდა ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარიძე. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში