დამოუკიდებლობის დღე- დაგეგმილი ღონისძიებები აჭარაში

25 მაისი 2025, 14:55 277 ნახვა

26 მაისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება, მოეწყობა საგამოფენო სივრცეები, საბავშვო ზონა და ბათუმში არსებული ქართველი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

გარდა ამისა, განთავსებული იქნება დროშების ხეივანი, ინსტალაციები და საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის ფრაგმენტების კუთხე. ადგილზე მისულ სტუმრებს ღვინის დეგუსტაციაც შეეძლებათ.  უკვე 17:10 - საქართველოს ჰიმნს რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გუნდი  შეასრულებს. 18:00 საათზე კი საზეიმო კონცერტი გაიმართება.  

კონცერტში მონაწილეობას  ბათუმის კულტურის ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“,  ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლი და  ვოკალური ანსამბლი მიიღებენ.  

26 მაისის ღონისძიების ინფრასტრუქტურულ და დეკორატიულ მოწყობას ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ბეტა ივენთი უზრუნველყოფს.  გარდა ბათუმისა 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში