მერიის განცხადება

25 მაისი 2025, 18:04 415 ნახვა

ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ (დელფინარიუმის) ზღვის წყლის საქაჩი ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობა. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საძირკვლის მოწყობა, რისთვისაც აუცილებელი გახდა გრუნტის წყლის ამოტუმბვის სამუშაოების წარმოება.
 

წყალი, რომელიც იღვრება, არის ზღვიდანვე შედინებული წყალი, რომელიც ზღვაშივე ჩაედინება და არ უკავშირდება ქალაქის წყალარინების სისტემას. საძირკვლის მოწყობის პროცესში, ამოტუმბვითი სამუშაოები 10 დღის განმავლობაში პერიოდულად განხორციელდება, ხოლო სატუმბი სადგურის მშენებლობა 1 თვეში დასრულდება.

დელფინარიუმისთვის სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ზღვის წყლის საქაჩი ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობა. სამუშაოების დროული განხორციელება აუცილებელია, რათა დელფინების სიცოცხლესა და კეთილდღეობას არ შეექმნას საფრთხე.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში