საქართველოს გმირი, საერთაშორისო პარტნიორი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი კობახიძე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვიქტორ ორბანის თქმით, ირაკლი კობახიძემ საქართველოში მოიტანა უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა და თავი არ დაუხარა ბრიუსელს.
„ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა, დაამარცხა ყველა და უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა მოიტანა ქვეყანაში. მისი ქვეყნის 20 პროცენტი არის რუსული დათვის მიერ წაღებული, მაგრამ ბრიუსელს არ დაუხარა თავი. გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი და ძლიერი, წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.