ნატანებში, კომპანია "ფოლად იოლი"-ს საწარმოში დასაქმებულებმა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს

30 მაისი 2025, 12:45 1625 ნახვა

ნატანებში, კომპანია "ფოლად იოლი"-ს საწარმოში დასაქმებულებმა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს. დაახლოებით 200-მა თანამშრომელმა მუშაობაზე უარი განაცხადა.

დასაქმებულთა განცხადებით, მათ ექვსი თვის ხელფასი არ მიუღიათ. მათივე თქმით, მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა, კომპანიის ხელმძღვანელობა ანაზღაურების გადახდას გაურკვეველი ვადით აჭიანურებს. 

გაფიცულებმა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც, სამართალდაცველებმა არ მისცეს. მათ  ამ დროისთვის გზის ნახევარი აქვთ გადაკეტილი.

აქციაზე, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იმყოფება, რომელიც შეკრებილებთან ერთად შეხვდა თურქული კომპანიის წარმომადგენლობას. მისი თქმით, მან კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღო დაპირება, რომ დასაქმებულებს ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო სამშაბათისა, ან ბაირამის დასრულების შემდეგ გადაუხდიან.

ბაკურიძის თქმით, საწარმოში დასაქმებული არიან საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომელთა შრომითი უფლებები სისტემატურად ირღვევა.

აქციაზე, ადგილობრივ დასაქმებულებთან ერთად, აზერბაიჯანის და თურქეთის მოქალაქეებიც იმყოფებიან. შეკრებილები გურიის გუბერნატორთან შეხვედრას და დახმარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაშლას არ აპირებენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი