საგამოძიებო კომისიის სხდომა

30 მაისი 2025, 19:59 162 ნახვა

2008 წლის ომის დროს სოსო ქარჩაიძე იყო, ვინც განაგებდა კოდორის ხეობაში მდგომარეობას, - ამის შესახებ კოდორის ხეობის მცხოვრებმა, სიმონ გასვიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის თემის განხილვა მიმდინარეობს.
გასვიანის განცხადებით, თავად იმ პერიოდში მესაზღვრედ მუშაობდა და სოსო ქარჩაიძეს, რომელიც იმდროინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წარმომადგენელი იყო, ემორჩილებოდა არა მხოლოდ შინაგან საქმეთა, არამედ, თავდაცვის სამინისტროც. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ასევე გამოიკითხა თორნიკე გერლიანიც, რომელმაც დეტალურად გაიხსენა აგვისტოს ომის პერიოდი კოდორის ხეობაში და განაცხადა, რომ ხეობიდან ჯარი მოსახლეობაზე ადრე გავიდა და ამის შესახებ ადგილობრივებმა მხოლოდ 11 აგვისტოს გაიგეს.
მისი თქმით 9 აგვისტოს ერთ-ერთ ოჯახში განხორციელდა ზარი სოზარ საუბრისგან, რომ იყო საფრთხე და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს ხეობიდან გასვლა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი