დარწმუნებული ვარ, რომ გელა გელაძე ბევრ წარმატებას მოუტანს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა წარმატებები უსურვა შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, რომელიც დღეს მთავრობის სხდომას პირველად დაესწრო.
„მივესალმები ბატონ გელა გელაძეს, რომელიც დღეს პირველად ესწრება მთავრობის სხდომას. მინდა მას წარმატებები ვუსურვო ამ ძალიან საპასუხისმგებლო პოსტზე. დარწმუნებული ვარ, რომ ის ბევრ წარმატებას მოუტანს ამ უწყებას და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას. წარმატებები კიდევ ერთხელ.
ბატონ ვახტანგ გომელაურს, კიდევ ერთხელ, მინდა ვუსურვო წარმატებები და გადავუხადო მადლობა მრავალწლიანი ძალიან ღირსეული სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.