მთის ფესტივალი ქედაში

03 ივნისი 2025, 19:59 307 ნახვა

" მთის ფესტივალი" -ასე ქვია ღონისძიებას რომელიც დღეს ქედაში გაიმართა. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ დაბა ქედაში ფრიდონ ხალვაშის პარკში სხვადასხვა აქტივობები მოეწყო. განთავსდა დეკორატიული სივრცეები, გასართობი კუთხეები და გაიმართა სპორტული გასართობი აქტივობები.
ასევე ჩატარდა კონცერტი სადაც სხვადასხვა ბენდები მონაწილეობდნენ. "მთის ფესტივალის " ორგანიზება და ინფრასტრუქტურული მოწყობა კომპანია "ბეტა ივენთმა" უზრუნველყო. ფესტივალი ქედის შემდეგ 5 ივნისს ხელვაჩაურში გაიმართება და ყველა მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ჩატარდება. ფესტივალი მეორე წელია ტარდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში