საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრეს - სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ. დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა რთველის ორგანიზებულად ჩატარების საკითხზე.
როგორც აღინიშნა, სახელმწიფოს წელს აქვს განსხვავებული მიდგომა და ხარისხიან და უხარისხო ყურძენს ერთ ფასად აღარ ჩაიბარებს.
მონაცემთა აღრიცხვის გასამარტივებლად კი ყველა კომპანია, რომელიც მევენახეებისგან შეისყიდის ყურძენს, ვალდებულია იქონიოს ელექტრონული სასწორი.