საქართველოს შესახებ ანგარიში მხარს უჭერს ახალ არჩევნებს, რეჟიმისთვის სანქციებს, ითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას - რასა იუკნევიჩიენე

04 ივნისი 2025, 12:16 197 ნახვა

საქართველოს შესახებ ანგარიში მხარს უჭერს ახალ არჩევნებს, რეჟიმისთვის სანქციებს, ითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის კენჭისყრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტმა უნდა შეაფასოს არა საქართველოს პროგრესი, არამედ უზარმაზარი უკუსვლა დემოკრატიული სახელმწიფოდან.

„სამწუხაროა, რომ ამ ყოველწლიურ ანგარიშში ევროპარლამენტმა უნდა შეაფასოს არა საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის პროგრესი, არამედ ქვეყნის უზარმაზარი უკუსვლა დემოკრატიული სახელმწიფოდან, ევროპული პარტნიორობის ქვეყნების ლიდერობიდან სასტიკ ავტოკრატიამდე. ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მიიტაცოს ქვეყანა შიგნიდან პრორუსულმა მთავრობამ ყოველგვარი გასროლის გარეშე. გაყალბებული არჩევნები, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, დაბლოკოს ევროკავშირი, ჟურნალისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, თავდასხმა ევროკავშირზე და მის წარმომადგენლებზე – ეს არის მხოლოდ ზოგიერთი იმ ფაქტებიდან, რომლებიც ნახსენებია ანგარიშში. ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმისთვის სანქციებს, ითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას. ერთი მხრივ, საქართველოს საქმე ამ მომენტისთვის ძალიან დამღლელია, თუმცა მეორე მხრივ, ეს ძალიან დიდი მოტივაცია თითქმის 200 დღის განმავლობაში მებრძოლი ევროპელი ქართველი ხალხის ხელში ევროპული დროშების გამო და ვინაიდან ყველა პროევროპული ჯგუფი ევროპარლამენტში ერთიანია“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში