“მე ვუფრთხილდები საკვებს” - ვიდეო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება

04 ივნისი 2025, 14:01 267 ნახვა

“მე ვუფრთხილდები საკვებს“ - ვიდეო კონკურსის გამარჯვებულები დღეს დააჯილდოვეს. პროექტში მოსწავლეებმა და სტუდენტებმა ჯამში 35 ვიდეო რგოლი წარადგინეს, მათგან სამი გამარჯვებული გამოვლინდა.

პროექტის მიზანი ნარჩენების შემცირების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. პროექტს ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ ახორციელებს.

გარდა ვიდეო რგოლების  კონკურსისა, დაგეგმილია ტრენინგები და ფესტივალი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში