ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის ,, ანდერსენ საქართველოს’’ წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მათ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარეს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: შრომით-სამართლებრივ საკითხებზე, პასუხისმგებლობისა და რისკების დაზღვევა შრომით ურთიერთობებში, საგადასახადო და სამართლებრივი საკითხები, ასევე საუბარი შეეხო კომპანიასა და დამფუძნებელს შორის ტრანზაქციების დაბეგვრას.
,,ანდერსენ საქართველო’’ თბილისში 2022 წლიდან იურიდიულ და საბუღალტრო -საგადასახადო მიმართულებებით მომსახურებას სთავაზობს კომპანიებს, ,, ანდერსენის’’ ოფისი დღეს ბათუმშიც გაიხსნა.