ქობულეთში, სოფელ დაბა ოჩხამურში, აგურქარხნის დასახლებაში, ჯილეხის შემთხვევის გამო, საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა

06 ივნისი 2025, 17:40 937 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ოჩხამურში, აგურქარხნის დასახლებაში, ჯილეხის შემთხვევის გამო, საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. საკარანტინო რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

კარანტინის პერიოდში სოფლიდან აკრძალულია რძის პროდუქტების, ხორცისა და პირუტყვის გადაადგილება. ცხოველები გადაყვანილია იზოლირებულ სადგომებში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. მათივე ცნობით, დაავადების ამთვისებელი პირუტყვის სავალდებულო ვაქცინაცია უკვე დაწყებულია და ამ დროისთვის 700-ზე მეტი პირუტყვია ვაქცინირებული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში