ტრენინგი დამწყები გიდებისთვის

09 ივნისი 2025, 11:01 116 ნახვა

ტურიზმის დეპარტამენტის უფასო სამთვიან სასწავლო პროგრამაში 25-ზე მეტი პირია ჩართული. შეისწავლიან ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორიას, საქართველოში განვითარებულ ტურიზმის სახეობებს, ექსკურსიათმცოდნეობას, გიდის პროფესიას, ტურის დაგეგმვას, გიდის ფსიქოლოგიას, ასევე ბათუმის განაშენიანებასა და არქიტექტურას, ქალაქ ბათუმის ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი დახმარების საშუალებებს.

დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს.

სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში