დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გაიმართა სასამართლო პროცესი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ.
მამუკა ხაზარაძემ საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების დაკითხვასთან დაკავშირებით.
მანამდე მან დეტალურად ისაუბრა იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა დაეკმაყოფილებინა მოსამართლეს შუამდგომლობა. პროკურატურა ბრალდებულებს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავება.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.