საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში საპროტესტო აქცია დღესაც განახლდა. აქციის მონაწილეები დროშებითა და ბანერებით ხელში მოთხოვნებს აჭარის მთავრობის სახლთან ახმოვანებენ.
დღეს აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მზია ამაღლობელზე გადაღებულ ფილმს აჩვენებენ.