სახალხო დამცველის ანგარიში

10 ივნისი 2025, 11:05 127 ნახვა

პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენს. ომბუდსმენმა დეტალებზე  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პოლიტიკურ თოქშოუში ისაუბრა. ლევან იოსელიანმა შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე აქციები და პოლიტიკური პროცესები, ისაუბრა საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მისთვის სასურველი იყო ანგარიშის ჩაბარებისას პარლამენტში ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის დასწრება. რამდენიმე დღის წინ იოსელიანმა ანგარიში კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლავ გამოწვევაა  საოკუპაციო ხაზზე დაკავებები და  გახშირებული უკანონო პატიმრობები, ასევე  საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება.

გამოწვევებს შორის დასახელდა ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობა, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა, არასრულწლოვანთა ქორწინება, ბავშვთა უფლებები.

სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა საპროტესტო აქციებზე  ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში