ფოლადის საწარმოს თანამშრომლების გაფიცვა

10 ივნისი 2025, 11:15 434 ნახვა

ნატანებში, კომპანია "ფოლად იოლი"-ს საწარმოში დასაქმებულები  მე-2 საპროტესტო აქცია მართავენ. ისინი   ისევ  გაიფიცნენ. პროტესტის მონაწილეებს აჭარაში დასაქმებულებიც უერთდებიან.  მათი ინფორმაციით, ექვსი თვის ხელფასი არ მიუღიათ და  მიუხედავად დაპირებებისა, კომპანიის ხელმძღვანელობა ანაზღაურების გადახდას გაურკვეველი ვადით აჭიანურებს.  

აქციაზე, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იმყოფება, რომელიც შეკრებილებთან ერთად ცდილობს შეხვდეს თურქული კომპანიის წარმომადგენლობას. მისი თქმით,  10 დღის წინ   კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღო დაპირება, რომ დასაქმებულებს ანაზღაურებას რამდენიმე დღეში გადაუხდიდნენ.

აქციის მონაწილეები, ადგილზე გურიის გუბერნატორის მისვლას და მასთან  შეხვედრას ითხოვენ. ასევე მიმართავენ სახალხო დამცველსაც.  

საწარმოს ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში