ქედის მერია 4 ოჯახს ახალ საცხოვრებელ სახლს აუშენებს 

10 ივნისი 2025, 13:53 437 ნახვა

ქედაში, ,,ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლების შეცვლის“ პროგრამის ფარგლებში 4 ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას მერია ავრცელებს. 

მათივე ცნობით,  სოფელ უჩხითში თენგო ცინცაძის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.  მერიის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტს ცინცაძის ექვს სულიანი ოჯახი დროებით ქირით ჰყავს გაყვანილი. მათ საცოხვრებელი სახლი შარშან ხანძრის შედეგად დაეწვათ.

ქედის მერიის განცხადებით, ახალი საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოები ასევე აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ცხმორისში, კვაშტასა და სირაბიძეებში. მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამისთვის 400 000 ლარია გამოყოფილი.

,,ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლების შეცვლის“ პროგრამა 2019 წლიდან ამოქმედდა და დღეის მდგომარეობით სულ 22 თანამედროვე ტიპის სახლი აშენდა.

სოფელ უჩხითში თენგო ცინცაძის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოებს დღეს ქედის მერი როლანდ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ მამუკა თურმანიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში