საზოგადოება ბიძინა ორაგველიძეს ემშვიდობება

10 ივნისი 2025, 14:05 1177 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან  ტაშით, ნავსადგურიდან კი  გემების ხმოვანი სიგნალებით გააცილეს უკანასკნელ გზაზე საქართველოში საზღვაო-საგანმანათლებლო დარგის ღვაწლმოსილი პედაგოგი და გამორჩეული ქართველი მეზღვაური  ბიძინა ორაგველიძე. იგი 90 წლის ასაკში  გარდაიცვალა, სიმბოლურად ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გამოასვენეს, სადაც მას პატივი ახლობლებთან ერთად,  თანაქალაქელებმა,  საზღვაო სფეროს წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა მიაგეს შემდეგ კი  მშობლიურ სოფელში, შუხუთში დაკრძალეს. 

ბიძინა ორაგველიძემ  საქართველოში პირველი უმაღლესი საზღვაო სასწავლებელი დააარსა, იყო ბათუმის საზღვაო სასწავლებლის დირექტორი, ასევე  ბათუმის საზღვაო აკადემიის პირველი რექტორი და  საქართველოში საზღვაო განათლების ისტორიის მკვლევარი.

ორაგველიძე ასევე არის  ღირსების ორდენის ორგზის კავალერი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში