თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. ჩვენებას მისცემს 4 გამომძიებელი, რომლებმაც საქმეზე ამოღებულ ვიდეომასალებს ჩაუტარეს დათვალიერება.
დაიკითხება მერიის თანამშრომელიც, რომელიც ზარალის ოდენობაზე ისაუბრებს.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული არიან ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კინაძე და სერგეი კუხარჩუკი.