სახალხო დამცველის ანგარიში

10 ივნისი 2025, 17:56 128 ნახვა

სახალხო დამცველის ანგარიშის სათავეში მოხვდა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.
ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ იქ მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა რთულია. მათ არ აქვთ შესაბამისი სამედიცინო თუ სხვა სახის მომსახურების სრულფასოვნად მიღების საშუალება.
განსაკუთრებული ყურადღება ომბუდსმენმა განათლების ხელმისაწვდომობაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სკოლებში საგნები რუსულ ენაზე ისწავლება, ქართული ენა კი დაწყებით კლასებში საერთოდ ამოღებულია და იგი მხოლოდ, როგორც დამატებითი უცხო ენა ისე არის შეტანილი.
მისივე ინფორმაციით, მოსახლეობა ძირითად გამოწვევად ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და ასევე ე.წ. გამშვები პუნქტების დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან გაუფრთხილებლად და საკუთარი ნებით ჩაკეტვას ასახელებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში