გასული წლის საანგარიშო პერიოდში მომხდარ ფემიციდის შემთხვევებზე გაამახვილა ყურადღება სახალხო დამცველმა.
ლევან იოსელიანი ამბობს, რომ კვლავ გამოწვევად რჩება ქალების მკვლელობის თავიდან აცილება, მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ეფექტური აღსრულება.
ომბუდსმენმა დაასახელა ციფრები და აღნიშნა, რომ შემთხვევების უმრავლესობა ოჯახური ძალადობაა. ასევე ხაზი გაუსვა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ყოფილი ცოლების მკვლელობების და მკვლელობის მცდელობის ფაქტების სიხშირეს.
სახალხო დამცველი ქალების მიმართ ძალადობისა და მათი მკვლელობის მიზეზებს შორის საზოგადოებაში არსებულ დისკრიმინაციულ და სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ასახელებს.