მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყალში გადავარდნილი ბავშვი მაშველებმა იპოვეს და უვნებლად გამოიყვანს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე, ძებნა-შველის ღონისძიებაში მყისიერად ჩაერთო 50-მდე მეხანძრე-მაშველი, წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი. ბავშვი მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით იპოვეს და ნაპირზე უვნებლად გამოყვანეს.